შეინარჩუნოს კბილი, როგორც საღეჭი აპარატის ფუნქციონალური ერთეული და აღადგინოს დაზიანებული ქსოვილების მდგომარეობა.
კბილების ტკივილის მიზეზი არის ნერვის რეაქცია ანთებით პროცესებზე, ნერვი კბილის არხში და ღრუშია მოთავსებული, აუცილებელია მისი ლიკვიდაცია და ანთების საწინააღმდეგო ხარისხიანი მკურნალობა.
უსაფრთხო, ეფექტურ და გარანტირებულ ენდოდონტიურ მკურნალობას, რაც მიიღწევა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მასალების გამოყენებით. მაღალკვალიფიციური გუნდი სწორედ დაგეგმავს და განახორციელებს მკურნალობის ყველა ეტაპს.
აპლიკაციური ანესთეზიის ფონზე ტარდება ადგილობრივი ან რეგიონალური ანესთეზია .
ხდება კბილის იზოლაცია სპეციალური სისტემის "კოფერდამის" საშუალებით, პათოლოგიურად შეცვლილი ქსოვილების მოცილება და კბილის არხებთან მიღწევა . არხების მექანიკური და მედიკამენტოზური დამუშავება.
მექანიკური დამუშავება წარმოადგენს კბილის ფესვის მკურნალობის ერთერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს, კლინიკაში არხის მექანიკური და მედიკამენტოზური დამუშავება ხდება, როგორც ხელის ასევე მანქანის(ენდობუნიკი) თანამედროვე ინსტრუმენტებით.
აღნიშნული მეთოდი გულისხმობს არხის დამუშავებას არა ხელის ინსტრუმენტებით, არამედ გაცილებით სრულყოფილი ნიკელ-ტიტანის მბრუნავი ინსტრუმენტებით Komet® GEBR. BRASSELER GmbH & Co. (f360) სპეციალური ენდოდონტიური მოტორის გამოყენებით.
ამ სისტემის თითოეულ ინსტრუმენტს სპეციალური ფორმა და დიზაინი აქვს, მათ გააჩნიათ მაღალი დრეკადობა და მეტად მჭრელი კიდეები. აღნიშნული თვისებების წყალობით ინსტრუმენტები ადვილად აღწევენ ვიწრო და მოხრილ არხებში, ახორციელებენ არხის სრულყოფილ მექანიკურ დამუშავებას და არხიდან ინფიცირებული შიგთავსის გამოტანას ამის შემდეგ კი არხის სრულყოფილი ობტურაციისთვის კლინიკაში გამოიყენება სპეციალური, ბიოლოგიურად შეთავსებადი მასალა გუტაპერჩა. გუტაპერჩა არაგაწოვადია, რაც გამორიცხავს არხის ხელახალ ინფიცირებას. მკურნალობა ტარდება ვიზიოგრაფიული კონტროლით, რაც საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ გართულებები და შეცდომები მკურნალობის პროცესში. სწორად ჩატარებული ენდოდონტიური მკურნალობა ყველაზე გართულებული კბილის შენარჩუნების საშვალებას იძლევა.