პირის ღრუს ჰიგიენას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ შემდგომში არ განვითარდეს პირის ღრუს სხვადასხვა დაავადებები. ჰიგიენის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია კბილების წმენდა დღეში ორჯერ (დილა-საღამოს) სპეციალური კბილის ჯაგრისებითა და პასტების გამოყენებით, ჯაგრისი არის ინდივიდუალური ჰიგიენის საშუალება, რომელიც უნდა შეირჩეს მხოლოდ კონკრეტული პიროვნებისთვის, მისი ყველა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. კბილის ჯაგრისი, როგორც მანუალური, ასევე ელექტრო, უნდა ვცვალოთ საშუალოდ 2-3 თვეში ერთხელ.
იმისათვის, რომ სრულად დავიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა საჭიროა მისი პერიოდული სანაცია, რაც გულისხმობს წელიწადში 2-ჯერ სტომატოლოგთან ვიზიტს.
გეგმიური პირის ღრუს სანაციის შედეგად შესაძლებელია სტომატოლოგიური დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა და მისი დროული მკურნალობა.
კბილების პროფესიული წმენდა სასურველია ჩატარდეს ასევე სხვადასხვა სტომატოლოგიური მანიპულაციების წინ, როგორიცაა პროთეზირება და იმპლანტაცია.
ულტრაბგერის საშუალებით ხდება კბილების განთავისუფლება მაგარი ნადებისაგან ანუ ქვებისაგან. ულტრაბგერითი აპარატი ეფექტურად აშორებს, როგორც ღრძილზედა ასევე ღრძილქვეშა ნადებს.
ეს აპარატი აშორებს კბილებზე არსებულ რბილ ნადებს, ანუ კვებით საღებავებს (ჩაი ყავა), ასევე ე.წ. „მწეველის ნადებს“. წნევის ქვეშ ნატრიუმის ბიკარბონატი წყალთან ერთად ქმნის საკმაოდ აბრაზიულ ჭავლს, რომელიც ძალიან მარტივად აშორებს ნადებს. ყოველგვარი ზიანისა და კბილების ტრავმირების გარეშე. აღნიშნული პროცედურის შემდეგ კბილები დიდი ხნით ინარჩუნებენ სიპრიალეს, სისუფთავეს და სილამაზეს.
სპეციალური გასაპრიალებელი პასტების დახმარებით ხდება კბილის ყველა ზედაპირის პოლირება, რათა თავიდან ავიცილოთ მათზე ნადების მიწებება.
პროფესიული წმენდის შემდგომ სასურველია რემინერალიზაციური თერაპიის ჩატარება. ამისთვის გამოიყენება სხვადასხვა ფტორ შემცველი პრეპარატები კბილის ემალის გასამაგრებლად.