თანამედროვე სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ექსტრაქციას მიმართავენ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც კბილი არ ექვემდებარება კონსერვატორულ მკურნალობას, ხშირ შემთხვევაში შეგვიძლია ავარიდოთ პაციენტი კბილის ამოღებას. უახლესი თერაპიული და ქირურგიული მანიპულაციების მეშვეობით, მაგრამ თუ ეს გარდაუვალია, მაშინ თქვენს დასახმარებლად მზად არის ჩვენი ქირურგი-იმპლანტოლოგი.
ჩვენ კლინიკაში ტარდება ყველა სახის ქირურგიული ოპერაციები: მარტივი, რთული, რეტენციული კბილების ექსტრაქცია; ჰემისექცია, ფესვის მწვერვალის რეზექცია, ოდონტოგენური კისტების მკურნალობა; ნაფლეთოვანი ოპერაციები, ღძილების პლასტიკა, ღია და დახურული აუგმენტაცია (Sinus Lift); ოსტეოპლასტიური მასალებით ძვლის აუგმენტაცია; სრული და ნაწილობრივი მეორადი ადენტიის მკურნალობა დენტალური იმპლანტებით. ნებისმიერი სახის ჩარევა არის აბსოლუტურად უმტკივნეულო.
იმპლანტაცია ფართოდაა გავრცელებული თანამედროვე სტომატოლოგიაში.დენტალური იმპლანტაცია იძლევა უნიკალურ საშუალებას აღვადგინოთ.
კბილთა მწკრივის ფუნქციონალური და ესთეტიური მთლიანობა გვერდზე მდგომი ჯანმრთელი კბილების დამუშავების გარეშე, იმპლანტი წარმოადგენს ხელოვნურ ფესვს, რომელიც იხრახნება ყბის ძვალში. მასზე ფიქსირდება გვირგვინი. ხიდი ან მოსახსნელი პროთეზი.
იმპლანტაცია უმტკივნეულო პროცედურაა, ტარდება ადგილობრივი გაუტკივარებით (როგორც სხვა დანარჩენი სტომატოლოგიური მანიპულაციები) და არ წარმოადგენს რთულ და ხანგრძლივ პროცედურას პაციენტისთვის. ძირითადად მანიპულაციები იყოფა ორ ეტაპად:
1 ეტაპი - ვსვავთ იმპლანტს ყბის ძვალში და ველოდებით მის გაძვალებას 3-6 თვემდე (მკურნალობის პერიოდში დეფექტი ინიღბება დროებითი გვირგვინებით). პროცედურა მერყეობს 30 წთ-დან 1-2 სთ-მდე და დამოკიდებულია იმლანტების რაოდენობაზე.
2 ეტაპი - ვიღებთ ანაბეჭდს და ვიწყებთ მუდმივი კბილის გვირგვინის (მეტალოკერამიკა ან ცირკონოკერამიკა) დამზადებას (ხანგრძლივობა ერთი კვირა).
ჩვენს კლინიკაში გამოიყენება წამყვანი ქვეყნების (შვეიცარია, ისრაელი, გერმანია) საიმპლანტაციო მასალები.
გამოყენებული იმპლანტები თავისი ფორმით, ზედაპირის დამუშავებითა და შემადგენლობით ორგანიზმთან ადვილად შეთავსებადია და უწინ გამოყენებულ იმპლანტებთან შედარებით მოცილების (გამოძევების) რეაქცია მინიმუმამდეა დაყვანილი.