სარძევე კბილების ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული მუდმივი კბილების მდგომარეობა, სარძევე კბილების ნაადრევი ექსტრაქცია უარყოფითად მოქმედებს საკვების დამუშავებაზე, ამასთანავე შეიძლება დაირღვეს თანკბილვის, სახის ჩონჩხის, დიქციის განვითარება და ჩამოყალიბდეს კოსმეტიკური ნაკლი. ყველა ზემო ჩამოთვლილის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ სარძევე კბილების დროულ მკურნალობას.
კარიესით უფრო მეტად ზიანდება კბილის საღეჭი ზედაპირები, რომელსაც ბევრი ღარები და ჩაღრმავებები აქვს. შეუძლებელია მათი სრულფასოვანი გახეხვა. კბილების დაზიანების თავიდან ასაცილებლად არსებობს მეთოდი, რომლის საშვალებითაც ახლად ამოსულ მუდმივ კბილებს ვფარავთ სპეციალური სილანტებით (ჰერმეტული საშუალებები) რომლებიც იცავენ კბილს კარიესის განვითარებისგან.
საღეჭი ზედაპირი უფრო სწორი ხდება. მასზე აღარ რჩება კბილის ჯაგრისისთვის მიუწვდომელი ჩაღრმავებები, ამიტომ კბილების წმენდის დროს ნადები ადვილად სცილდება.
სარძევე კბილების დასაბჟენად ბავშვთა ასაკში გამოიყენება სხვადასხვა მასალის ბჟენები; ჩვენს კლინიკაში უპირატესობას ვანიჭებთ, (Twinky Star, გერმანია) ფერად ჰელიო ბჟენს.
რომელიც ახალისებს ბავშვს და აყვარებს სტომატოლოგთან ვიზიტს. სტომატოლოგს გაუჩნდა შანსი გახდეს ბავშვის მეგობარი. ბავშვს კი სტომატოლოგიური კაბინეტის შიში თანდათან ეცვლება ინტერესით. ფერად ბჟენებს ბავშვები აღიქვამენ, როგორც მორთულობას და უფრო ყურადღებით უვლიან მას, უფრო კარგად იხეხავენ კბილებს. შემდგომში ბავშვი სტომატოლოგთან სიხარულით მიდის და წინასწარ ირჩევს ბჟენის ახალ ფერს.
ფერადი ბჟენები, გარდა იმისა, რომ ბავშვს სტომატოლოგთან წასვლის მოტივაციას უძლიერებენ, ამავდროულად ხარისხიანი და საიმედო პროდუქტიც არის.
ისინი გამოყოფენ ფტორის იონებს, რომლებიც ამაგრებენ და იცავენ კბილის ქსოვილებს მეორადი კარიესისგან. Twinky Star-ის ფირმის ბჟენებში გაერთიანებულია კომპოზიტისა და მინაიონომერის თვისებები.
ეს ნიშნავს, რომ ბჟენი კარგად ეკვრის კბილის კედლებს, ბიოშეთავსებადია კბილის ქსოვილებთან, ხანგრძლივია, გამძლეა მექანიკური დაზიანებების მიმართ, დროთა განმავლობაში არ გაიწოვება ნერწყვის ზემოქმედებით.