ორთოპედია ძლიერ დაშლილი, დაზიანებული, ფერშეცვლილი და დაკარგული კბილების აღდგენა

ჩვენ კლინიკაში შესაძლებელია ყველა თანამედროვე მოსახსნელი და მოუხსნელი კონსტრუქციების დამზადება უახლესი და მაღალი ხარისხის მასალებისგან. გამოცდილი ექიმი-ორთოპედი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გირჩევთ თქვენთვის სასურველ და შესაბამის კონსტრუქციას. კლინიკას გააჩნია საკუთარი ლაბორატორია, რაც არის ორთოპედიული სამუშაოების სწრაფად და ხარისხიანად შესრულების გარანტია.

ორთოპედიული კონსტრუქციები შეიძლება იყოს მოუხსნელი (კერამიკული ვინირი მეტალოკერამიკა, ცირკონის გვირგვინები) და მოსახსნელი.

ჩვენ გთავაზობთ მოსახსნელი პროთეზების მრავალ ვარიანტს: ბიგელისებური, მეტალის ბაზისით. ფირფიტოვანი, დრეკადი, რბილ სარჩულზე დამზადებული ნაწილობრივი და მთლიანი მოსახსნელი პროთეზები. აგრეთვე ვამზადებთ მოსახსნელ პროთეზებს, რომლებიც ფიქსირდება იმპლანტატებზე.

მოუხსნელი კონსტრუქციები

კბილის მოუხსნელი პროთეზებიდან ყველაზე პოპულარულია:

მეტალოკერამიკის გვირგვინები

მეტალოკერამიკა არის ყველაზე გავრცელებული მოუხსნელი პროთეზირების სახე,უფრო ახლოსაა თავისი ესთეტიური და ფიზიკური თვისებებით ბუნებრივი კბილების მინანქართან.მეტალოკერამიკა შედგება ორი ნაწილისაგან მეტალისა და კერამიკისაგან (ფაიფური). მეტალი უზრუნველყოფს სიმტკიცეს, ხოლო კერამიკა ესთეტიურ მხარეს. მეტალოკერამიკის კარკასი ანუ ლითონი უმეტეს შემთხვევაში მზადდება ქრომ-კობალტის შენადნობისაგან, კარკასის ჩამოსხმის შემდეგ ხდება კერამიკის (ფაიფურის) მასების დადება და გამოწვა კერამიკულ ღუმელში. ასე მომზადებული გვირგვინი სრულებით არ განსხვავდება მეზობლად მდებარე ბუნებრივი კბილისაგან. დროთა განმავლობაში არ ხდება მისი გამუქება, ფერშეცვლა, არ არის ალერგიული, ხოლო მათი სიმყარე, გამძლეობა, ცვეთმედეგობა და ბუნებრივი ელვარება მეტალოკერამიკას შეუცვლელს ხდის მოუხსნელ კონსტრუქციათა შორის.

ცირკონის გვირგვინები

ცირკონის გვირვინები – ეს არის ახალი თაობის მაღალტექნოლოგიური მასალა. სიმტკიცით ცირკონის გვირგვინები არ ჩამოუვარდება მეტალოკერამიკის გვირგვინებს.

ცირკონის კბილს გააჩნია უნიკალური თვისება - გაატაროს სინათლის სხივი ბუნებრივი კბილის მსგავსად. როგორც წესი, ცირკონის ოქსიდის კარკასზე დამზადებული გვირგვინები არ იწვევენ ალერგიულ რეაქციას, ხასიათდებიან ბიოშეთავსებადობით. ცირკონის ოქსიდის კარკასს გააჩნია კბილის მსგავსი შეფერილობა (მოთეთრო-მოყვითალო), აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივი მეტალო-კერამიკისათვის დამახასიათებელი მეტალისმიერი ჩრდილი ამ შემთხვევაში არ აღინიშნება.

უმეტალო კერამიკა ცირკონის ოქსიდის საფუძველზე დღესდღეობით შეუცვლელია. რთული დასაჯერებელია რომ ეს არის ცირკონიუმის გვირგვინები და არა საკუთარი ბუნებრივი კბილები.

ცირკონის გვირგვინები და უმეტალო კერამიკის პროთეზები მზადდება CAD/CAM ტექნოლოგიით (Computer Assisted Design/Computer Aided Manufacturing). ეს კბილების მოდელირებიდან, კარკასის დამზადებამდე სრული კომპიუტერიზირებული პროცესია, რაც თავისმხრივ გამორიცხავს ნებისმიერ შეცდომას.

კერამიკული ვინირი

ვინირი თხელი ფაიფურის ფირფიტაა, რომელიც ფიქსირდება კბილის წინა ზედაპირზე.

ისინი განკუთვნილნი არიან ფრონტალური (წინა) კბილებისთვის, როცა აღინიშნება ესთეტიური დეფექტები (არასასურველი ფორმა, ფერი, მრავლობითი ბჟენები, დიასთემა, ბზარები, ემალის ფლუოროზი, და ა.შ.) ვინირებისას დაზოგვით მუშავდება კბილის მხოლოდ წინა ზედაპირი გააჩნიათ სიმტკიცე და შეუდარებელი ესთეტიკა.

ბიუგელისებრი პროთეზი

გამოიყენება კბილების მრავლობითი დაკარგვის დროს, განსაკუთრებით ე.წ. "დაბოლოებითი დეფექტებისას," როცა აღარ გაგვაჩნია ბოლო კბილი, ეს კონსტრუქცია -ჩვეულებრივი პლასტმასის პროთეზისგან განსხვავებით, უზრუნველყოფს ღეჭვითი ძალის გადანაწილებას ღრძილსა და საყრდენ კბილებს შორის. ჩვენს კლინიკაში მზადდება სხვადასხვა სირთულის ბიუგელი, როგორც "ნეის" კლამერებით, ასევე ატაჩმენებით.

ბიუგელი ადვილად შესაგუებელი, მოსახერხებელი, საიმედო ფიქსაციის მქონე საკმაოდ მყარი კონსტრუქციაა.

პლასტმასის მოსახსნელი ფირფიტოვანი პროთეზები

შეიძლება იყოს მთლიანი და ნაწილობრივი. მთლიანი მოსახსნელი ფირფიტოვანი პროთეზი მზადდება უკბილო ყბაზე, როცა პირის ღრუში არ არის დარჩენილი არც ერთი კბილი, ხოლო ნაწილობრივი კბილებიან ყბაზე, როცა დარჩენილია რამოდენიმე კბილი. მისი მომზადება ხდება უცხოური აკრილის პლასტმასისგან, რომელიც ფლობს უნიკალურ თვისებას - ხანგრძლივად შეინარჩუნოს ფერი, ფორმა და სიმყარე. ანაბეჭდის აღება ხდება სპეციალური მეთოდით, რაც უზრუნველყოფს პროთეზის საიმედო ფიქსაციას პირის ღრუში.

ელასტიური პროთეზი

სხვა პროთეზებისაგან განსხვავებით, ნეილონის პროთეზი არ შეიცავს დამატებით საფიქსაციო საშუალებებს, ნეილონის პროთეზი ფლობს უნიკალურ ესთეტიკას, არის ძალიან მსუბუქი, პრაქტიკულად შეუმჩნეველი, არ საჭიროებს გასაკუთრებულ მოვლას და მასთან შეგუება ადვილია.

არ შეიცავს მონომერებს, რის გამოც ის შეუცვლელია ალერგიული რეაქციების მქონე პაციენტებისთვის. ნეილონის პროთეზების უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ნაკლული კბილების აღსადგენად არ საჭიროებს გვერდზე მდომი კბილების დაქლიბვას და დამუშავებას. ნეილონის პროთეზი არ შეიცავს ლითონის კონსტრუქციებს ასეთი პროთეზების საყრდენ კბილებთან ფიქსაცია ხდება რბილი, ნეილონის კლამერების საშუალებით, რომლებიც მთლიანი პროთეზის გაგრძელებას წარმოადგენენ და არ ჩანან ღიმილის დროს.







Design by David Gviniashvili. © All Rights Reserved by CITYDENT Ltd. 2015


მ. კოსტავას ქ. 68. თბილისი, საქართველო

ტელ.: (+ 995 322) 99 77 45

info@citydent.ge