პაროდონტი - კომპლექსი, რომელიც მოიცავს კბილს და მის ირგვლივ არსებულ ქსოვილებს (ღრძილი, მიმდებარე ძვლოვნი ქსოვილი და კბილის ირგვლივი იოგი). დაავადება შეიძლება მოიცავდეს მთელ კომპლექს, ან ქსოვილთა მხოლოდ ნაწილს, შეიძლება იყოს ანთებადი ან დისტროფიული ხასიათის.
ანთებითი პროცესი იწყება ღრძილიდან (გინგივიტი) და დროთა განმავლობაში ვრცელდება კბილის ირგვლივ იოგსა და ძვლოვან ქსოვილზე (პაროდონტიტი).
პაროდონტიტის დროს წამყვანი ანთებითი პროცესია, რომელიც დროული და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში შექცევადია. ხოლო პაროდონტოზი არაანთებადი პროცესია რომლის დროსაც მიმდინარეობს ყბის ძვლის პაროდონტის ქსოვილის ატროფია.
პაროდონტის დაავადებები ყველაზე ხშირი მიზეზია კბილების დაკარგვისა.
ეს დაავადებები ძირითადად მიმდინარეობს უმტკივნეულოდ და შემდგომში ინტენსიურად პროგრესირებს.
ჩვენი კლინიკა გთავაზობთ ღრძილების კომპლექსურ მკურნალობას, რომელიც რამდენიმე ეტაპისაგან შედგება:
კბილების პროფესიული წმენდა, მოიცავს მანიპულაციების მთელ კომპლექს, რაც მნიშვნელოვანია პირის ღრუს ჰიგიენისთვის. კბილების წმენდა გულისხმობს ულტრაბგერისა და AIR-FLOW-ს სისტემის გამოყენებას.
ულტრაბგერის აპარატით ვაცილებთ ღრძილზედა და ღრძილქვეშა ნადებსა და ქვებს, რომლებიც დიდ საფრთხეს უქმნიან პირის ღრუს ჯანმრთელობას. კბილების დროული გაწმენდა თავიდან აგვაცილებს კარიესისა და პაროდონტის დაავადებათა განვითარებას.
AIR-FLOW-ს სისტემა აცილებს კბილებში ღრმად ჩამჯდარ ნადებს. პიგმენტური საკვები ნივთიერებები (ჩაი, ყავა) და ნიკოტინის ნადები, დროთა განმავლობაში მკვეთრად უცვლის კბილს ბუნებრივ ფერს და უკარგავს მას ბზინვარებას. ნატრიუმის ბიკარბონატი და წყლის ჭავლი კბილებიდან მარტივად აშორებს ნადებს ისე, რომ არ იწვევს ქსოვილების დაზიანებას, AIR-FLOW-ს გამოყენების შემდეგ კბილებს უბრუნდებათ სითეთრე და ელვარება.
ჩვენს კლინიკაში კარგად არის დამკვიდრებული ღრძილების მკურნალობა "VECTOR"-ის აპარატის გამოყენებით.
აპარატი წარმოადგენს ულტრაბგერით სისტემას, რომელიც ხელს უწყობს ღრძილზედა და ღრძილქვეშა ნადების მოცილებას, პაროდონტალური ჯიბეების გამორეცხვას ანტისეპტიკური ხსნარით, რომელიც შეიცავს კალციუმის ჰიდროქსიაპატიტს, რაც ანთებით კერას ათავისუფლებს ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმებისგან. რის შედეგადაც ერთ სეანსში, ქირურგიული ჩარევის გარეშე, პაროდონტალური ჯიბეების სიღრმე მცირდება, სისხლდენა ჩერდება, შეშუპება ქრება. აპარატი დამზოგველად ასუფთავებს ნებისმიერ, ინსტრუმენტისთვის მიუწვდომელ ადგილებს, აშორებს გრანულაციურ ქსოვილს. ჰიდროქსიაპატიტი აჩქარებს ჯიბის აღდგენას, რის შედეგადაც მცირდება კბილების მორყევა.
ჩვენს კლინიკაში ვიყენებთ "Doctor Smile"-ის დიოდური ლაზერის აპარატს პაროდონტის ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ. ეს არის ახალი სიტყვა თნამედროვე პაროდონტოლოგიაში.
ლაზერის აპარატით პაროდონტის დაავადებათა მკურნალობა საგრძნობლად განსხვავდება სტანდარტული მკურნალობის მეთოდისგან. ნაკლებად მტკივნეული და ტრამვულია, არ არის საშიში ორგანიზმისთვის, არის უსისხლო პროცედურა და რაც მთვარია უმეტეს შემთხვევაში არ საჭიროებს ადგილობრივ გაუტკივერბას.